როგორ შევაყვაროთ მათემატიკა მოსწავლეებს?

მოგწონთ ჩვენი გვერდი?

მათემატიკა იმ საგნებს შორის არის, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ თუ თანდაყოლილი უნარები არ გაქვს, ვერ ისწავლიო. მსგავსი შეგონებები სკოლაშიც ხშირად ისმის, რაც მოსწავლეების ნაწილს სულ მცირე წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, საგნის მიმართ ინტერესს უკარგავს.

EDU.ARIS.GE ამ საკითხზე მათემატიკის პედაგოგ თამარ უთნელიშვილს ესაუბრა. თამარი უკვე წლებია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების ტრენერად მუშაობს და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, დამწყებ პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებას ასწავლის.

„მოსწავლეებს მათემატიკა რომ შევაყვაროთ, საჭიროა, მათემატიკური ტერმინოლოგია ჩავანაცვლოთ საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიით, რამდენადაც ეს შესაძლებელია! არ უნდა შევაშინოთ მოსწავლეები ისეთი ტერმინებით, რომელთა გაგონებაც თავიდანვე დააკარგვინებთ მოტივაციას. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად უნდა გადავიყვანოთ ისინი მათემატიკურ სამყაროში, ლამაზად, მსუბუქად, გასაგებად და მხიარულ ფერებში უნდა შევუფუთოთ მათ ეს საგანი, რომ საბოლოოდ დავუმსხვრიოთ სტერეოტიპი „მათემატიკის, როგორც ძალიან ძნელ, არა ყველასთვის გასაგები მეცნიერების“ შესახებ“ – ამბობს თამარი.

–როგორ გავხადოთ მათემატიკის გაკვეთილი ყველა მოსწავლისთვის საინტერესო?

–მათემატიკის გაკვეთილი რომ საინტერესო იყოს, მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს ე.წ. ინტერაქტიული გაკვეთილი. საბოლოოდ უნდა ეთქვას უარი ლექციის ტიპის გაკვეთილებს. ბავშვების დიდი ჩართულობით, მასწავლებლის მხიარული, არტისტული, ენერგიული და შემოქმედებითი ხელშეწყობით გახდება მათემატიკის და არამარტო მათემატიკის გაკვეთილები სახალისო და საინტერესო.

Please follow and like us:
error20
fb-share-icon
Tweet 20
fb-share-icon20

TAGS

No responses yet

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *