ქართული ენა

მოგწონთ ჩვენი გვერდი?

ქართული ენა – ერთ-ერთი ქართველური ენა  საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ენა გაერცელებულია აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ქართულ ენასე მოლაპარაკეთა რიცხვი 3,5 მლნ-ს აღემატებოდა (1979 აღწერა). ქართული ენა საქართეელოს სახელმწიფო ენაა. იგი იყო და რჩება ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობისა და ღვთის მსახურების ენად. ქართული დამწერლობა დოკუმენტურად დადასტურებულია ახ. წ. V ს-იდან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი უფრო ადრინდელი წარმოშობისაც იყოს.

ქართული ენა იმყოფებოდა და ვითარდებოდა რთულ ისტორიულ გარემოში, სხვა ხალხებთან და ენებთან მუდმივი კონტაქტების პირობებში, რასაც არ შეიძლება თავისი კეალი არ დაეჩნია მასზე. მაგრამ ეს გავლენა ძირითადად ასახულია ლექსიკის სფეროში და, როგორც ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, გრამატიკულ სტრუქტურაში არსებითი ცელილებები არ შეუტანია. ქართული ენა მდიდარია დიალექტებით, რომლებიც მიუხედავად მეტ-ნაკლები განსხვავებებისა, ხასიათდებიან გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ერთობლიბით.

ფონეტიკა

ქართული ენის ხმოვანთა სისტემა მარტივია, შედგება      ხმოვნებისაგან; დიფთონგები დასტურდება მხოლოდ ცოცხალ მეტყველებაში. თანხმოვანთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თანამედროვე ქართულ ენაში 28 თანხმოვანია, რომლებიც განსაკუთრებით მრავალფეროვან კომპლექსებთან ერთად მარცვლის, ძირის, სიტყვის სტრუქტურაში ქმნიან რთულ თანხმოვნურ კომპონენტებს. მარცვალი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. მახვილი სუსტი დინამიკურია, რომელიც ვერ იწვეეს უმახვილო ხმოვანთა რედუქციას. მისი ადგილი ფიქსირებულია, მოდის სიტყვის ჰირველ მარცვალზე.

მორფოლოგია

მორფოლოგიურად ქართული ენა გლუტინაციური ენაა, სინთეზურობისაკენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით. მეტყველების ნაწილი ათია, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელებად. ფორმაცვალებადია სახელი და ზმნა. სახელებისთვის დამახასიათებელია ბრუნებისა და რიცხვის კატეგორიები, არ გააჩნიათ გრამატიკული სქესი ბრუნება ერთია, ბრუნვა – 7 (სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითინათესაობითიმოქმედებითივითარებითი, წოდებითი), გარკვეული თავისებურებებია ნაცვალსახელთა ბრუნებაში. რიცხვი ორია: მხოლოობითი და მრავლობითი. ეს უკანასკნელი ორი სახითაა წარმოდგენილი (ებ-იანი და ნ/თ-იანი).

ქართულ ენაში სახელთა შედარებით მარტივი სისტემის გვერდით ყურადღებას იქცევს რთული ზმნური სისტემა. სირთულეს განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. გარჩეულია, ერთი მხრივ, სტატიკური და დინამიკური ზმნებიგარდამავალი და გარდაუვალი ზმნები. ქართული ზმნა პოლიპერსონალურია: ზმნა იცელება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირების მიხედვით, რაც ასახულია უღლების სისტემაში. ქართულში არ არის ინფინიტივის ფორმა, რომლის ფუნქციით გვევლიჩება ნაზმნარი სახელი (საწყისი, მასდარი).

სინტაქსი

ქართული ენის სინტაქსური კავშირებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა. ამ კავშირთა გამოყენების თავისებურებებს ქმნის: ერთი მხრივ, ქვემდებარისა და დამატებების შეთანხმება შემასმენელთან პირში, ხოლო, მეორე მხრივ, შემასმენლის მიერ ქვემდებარისა და დამატებების მართვა ბრუნვაში. შესაბამისად, განსხვავებული აქვთ სამი წყობა: ნომინატიური, ერგატიული და დატიური. გარჩეულია წინადადებათა სახეები: აგებულების მიხედვით (მარტივი, შერწყმული, რთული), მოდალობის მიხედვით (თხრობითიკითხვითიბრძანებითი, ძახილისა და კითხვით-ძახილის). თავისებურებებს ავლენს მსაზღვრულის პოზიცია და, აქედან გამომდინარე, მათი ბრუნება.

ლექსიკა

ქართული ენის სიტყვაწარმოება გამოირჩევა მოდელთა მრავალფეროვნებით აღსანიშნავია ქართული ენის ლექსიკის სიმდიდრე, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, ხანგრძლივი და მრავალდარგობრივი მწიგნობრული ტრადიციები, ხოლო მეორე მხრივ, ცოცხალი კონტაქტები როგორც საკუთრივ ქართულ დიალექტებთან, ისე სხვა ქართველურ ენებთან. ქართულ ლექსიკაში მრავლად არის აგრეთვე უცხოური ნასესხობები.

ქართული ენა ინტენსიური კვლევის საგანია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც.

დისპერსიული-ანალიზი

Please follow and like us:
error20
fb-share-icon
Tweet 20
fb-share-icon20

TAGS

No responses yet

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *